понедельник, 24 июня 2019 г.

4 კლასის დამამთავრებელი სცენარი


4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება                                                                                          1
ღონისძიება იწყება ვიდეო კოლაჟით ,1-4 კლასის ფოტოებით მუსიკის ფონზე
ვიდეოს შემდეგ ისმის იმედის მუსიკა ,და ისმის კაცის ხმა
-ყურადღება,ყურადღება!
-ეთერშია გორის 4 საჯარო სკოლის 4-ა კლასისადმი მიძღვნილი იმედის სპეციალური გამოშვება ქეთი რობაქიძესა და გიორგი მეტრეველთნ ერტად.
-პრორამაში დღეს  ნახავთ:
-4-ა კლასის აქცია გორის 4საჯარო სკოლაში ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიებით
-4-ა კლასელების წარმატება;
-4-ა კლასელების შემოქმედება;
-ჩართვა ისრაელიდან;
-მუსიკალური ნომრები,სპორტული გვერდი და ბოლოს ამინდი.
ქეთი რობაქიძე -დღეს გორის 4 საჯარო სკოლის 4-ა კლასის მოსწავლეებმა აქცია მოაწყეს.აქციის მონაწილეები თავიანთი პოზიციის დამტკიცებას ცდილობდნენ.ისინი ითხოვდნენ,რომ 5 კლასში ისევ ეკა მასწავლებელი ყოფილიყო მათი კლასის ხელმძღვანელი და ყველა საგნის მასწავლებელი.
გიორგი მეტრეველი -სწორედ ამ თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი გიორგი შავკანი .გიორგი გისმენთ .ეთერში ხარ.დაწვრილებით გვიამბე ამ აქციის შესახებ.

გიორგი  შავკანი-ქეთი,გიორგი ჩვენი გადამღები ჯგუფი 4სკოლაში იმყოფება.რომელიც გორის სკოლებს შორის ერთერთი უძველესი და გამორჩეულია.4ა ლასში დღეს აქცია მოეწყო.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ,რომ 5 კლასში ისევ ეკა მასწავლებელი იყვეს მათი ყველა
საგნის მასწავლებელი და ხელმძღვანელი.აქციის მონაწილეები შეხვდნენ სკოლის
დირექტორს ქალბატონ მარინა აბუაშვილს.როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა
გაითვალისწინებს აქციონერთა მოთხოვნებს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევხვდით ქალბატონ მარინას ,მაგრამ ინტერვიუ ჩამოვართვით აქციის
მონაწილეებს.მომიყევით თქვენი სკოლის შესახებ.

სანდრო ბერუაშვილი-ჩვენი სკოლის შენობა  ასე რომ ამშვენებს ჩვენს ქალაქს 1940 წელს
აიგო.თავდაპირველად აქ ვაჟთა 1 -მა საშუალო სკოლამ დაიდო ბინა,ხოლო 1954-55 წლიდან
დაიბადა ქლაქ გორის 4 სკოლა.სკოლის ცხოვრებისთვის 7ათეული წელი ბევრიც არის და    2
ცოტაც.გუშინ რომ სკოლას იკლებდა დღეს ჭაღარა შუბლდაღარული მოქალაქეა.

გიგა აბულაძე -ჩვენს სკოლაში არაერთი ღირსეული მამულისშვილი აღიზარდა და
ჩამოყალიბდა.მათშორის რამდენიმე ათეულმა წარმატებით დაამთავრა სკოლა და უმაღლესი
სასწავლებელები.სკოლამ აღზარდა პროფესორები მეცნიერებათა კანდიდატები ,დოქტორები,
ექიმები,იურისტები,პედააგოგები,ეკონომისტები,რომლებიც წლებისგანმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და იღწვოდნენ ჩვენი ქალაქის აღორძინებისა და მისი მომავლისთვის.
ჩვენ გვიყვარს ,პატივს ვცემთ მის წარსულს და აწმყოს ,იმედით ვუყურებთ მის მომავალს,რომელიც მყარად დგას ჭარმაგ ფესვებზე.
გიორგი შავკანი-რას მოითხოვთ?

ეთო ქოთუაშვილი-ჩვენც ამ სკოლის წარმომადგენლები ვართ .დღეს 4 კლასს ვამთავრებთ
და მოვითხოვთ ,რომ ეკა მასწალებელი დარჩეს მე-12-ე  კლასამდე ჩვენი ველა საგნის მასწავლებელი.
ყვირის ყველა -ეკამა სწავლებელი! ეკა მასწავლებელი!
სიმღერა ჯუჯების მელოდიაზე .ასრულებს ყველა.
პირველ კლასში დავმეგობრდით გოგო-ბიჭები,
დავფრთიანდით პატარები,როგორც ჩიტები<
შევისწავლეთ წერა-კითხვა,ხატვა,სიმღერა,
აღარც სწავლა,აღარც შრომა ჩვენ არ გვწყინდება,
აღარც სწავლა,აღარც შრომა ჩვენ არ გვწყინდება.
გვინდამუდამ ჩვენთან იყვეს,გზაგაგვინათოს
ხან გვეჩხუბოს ხანაც მხარი დაგვიჭიროს
მანდატურთან,დირექტორთან არ გაგვამხილოს
და გიასთან ავტობუსში დაგვამშვიდოს
და გიასთან ავტობუსში დაგვამშვიდოს.
გვიყვარს პირველი მასწავლებელი-ეკა მასწავლებელი.
სუყველას ერთი რამ დაგვავალა -ერთი რამ დაგვავალა                                                           3
თუ მეგობარი შენ ნახო გაჭირვებული
უწილადე ღიმილი და სიყვარული
მოეფერე,მოეფერე დიდი ალერსით
ასეთია დავალება მასწავლებლის
ასეთია დავალება მაასწავლებლის.
ჩვენ დიდები ვართ უკვე ბევრი ვისწავლეთ
უკვე ბევრი ვისწავლეთ
ვასახელებთ ჩვენ სკლოას და მასწავლებლებს
სკოლას და მასწავლებლებს.
მთავარია სამი რამედედამიწაზე
სიყვარული,სილეთე და სილამაზე
სამი რამე სამი რამე თუკი იწამე
ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე
ვერაფერი მოგერევა ამ ქვეყანაზე.

გიორგი მეტრეველი-გმადლობთ ეს გიორგი შავკანი იყო.
-გორის 4 საჯარო სკოლა მთელს ქვეყანაშია ცნობილი.მისი კურსდამთავრებულები
უმაღლესსასწავლებლებში მაღალი ქულებიტ ეწყობიან.4სკოლის მოსავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და იღებენ დიპლომებს და სერთიფიკატებს.ამის შესახებ გვესაუბრება ჩვენი კორესპონდენტი გიგა აბულაძე.

ანა ბერუაშვილი- ქეთი,გიორგი
მეოთხე კლასელებმა კინგსის ,სმარტის და ევერესტის ოლიმპიადებში დიპლომები და სერთიფიკატები მიიღეს.ეს მათი შრომის დაფასებაა.ჩვენ გავესაბრეთ მათ და აღტაცება ვერ დავფარეთ.ბავშვებო კმაყოფილები ხართ თუ არა თქვენი შედეგებით?
(ჩამოთვლიან ვინ რომელი ლიმპიადის დიპლომი მიიღო)შემდეგ ეკითხება
-ბავშვებო კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი შედეგებით?
-(?)რათქმა უნდა კმაყოფილი ვართ.თუმცა მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა.
-თქვენ რას იტყვით?                                                                                                                       4
-ეკა მასწავლებელი ხშირად გვარიგებდა ყურადღებით იყავითო,ეს რომ გაგვეთვალისწინებინა კარგი იქნებოდა ,მაგრამ მაინც შევძელით და გავახარეთ ჩვენი მშობლებიც და მასწავლებელიც.

ანა ბერუაშვილი -4-ა კლასის მოსწავლეები ისევ გამოიჩენენ თავს ოლიმპიადებში.იმედი გვაქვს ,რომ შეიტანენ 4 სკოლის ისტორიაში წვლილს და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები დადგებიან.ნახვამდის.
-ქეთი რობაქიძე-განვაგძობტ გამოშვებას.4-ა კლასელებს მეგობრები საზღვარგარეთაც ჰყავთ.
ისრაელში ცხოვრობს და სწავლობს მათი ოფილი თანაკლასელი ანანო აბნიეროვი.იგი ჩვენ პირდაპირეთერში ჩაგვერთვება.
ანანოს ვიდეო.
-გიორგი მეტრეველი-განვაგრძობთ გამოშვებას.4-ა კლასიდან ხატვის ნიჭით გამოირჩევა
ნატა ბერძნისვილი.მისი შემოქმედება ძალიან მოსწონთ მეგობრებს .მას ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი ვიკა ტერტერაშვილი.
-ვიკა გისმენთ.
ვიკა ტერტერაშვილი-ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა ნატა ბერძნიშვილს.მისმა მეგობრებმა გვიამბეს ,რომ ნატას აქვს კარგი გემოვნება და ხატავს კარგად.ჩვენ გავესაუბრეთ მას.მატა მოგვიყევი შენს შესახებ.

ნატა ბერძნიშვილი-ხატვა პატარაობდან დავიწყე.ჯერ ვიხატავდი ლამაზ ნახატებს წიგნებიდან,შემდეგ ხატვა დავიწყე და პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავიწყე სწავლა.

ვიკა ტერტერაშვილი-რას ფი ქრობ ნატა მომავალშიც გააგრძელებ ხატვას?

ნატა ბერძნიშვილი-მე ვფიქრობ მომავალში კიდევ უკეთეს ნაშრომებს შევქმნი.

ვიკა ტერტერაშვილი-ნატა გვითხარი შენი ნახატების შესახებ ორი სიტყვა.
(მოყვება ნახატებზე და თან აცვენებს)


-ქეთი რობაქიძე -4-ა კლასელებმა დაწყებითი საფეხურის დამთავრებასთან დაკავშირებით   5
საინტერესო კონცერტი მოაწყეს .სემოგტავაზებთ ნაწყვეტს ამ კონცერტიდან.
ცეკვა ხორუმი და ნატას სიმღერა.
-გიორგი მეტრეველი-განვაგრძობთ გამოშვებას.ახლა კი სპორტული გვერდი.ეთერშია სპორტული კომენტატორი გიორგი აკოლაშვილი.
-გიორგი აკოლაშვილი-მოგესალმებით.სპორტს 4აკლასელების ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.სირბილიდან დაწყებული წიხლების ქნევით დამთავრებული.ისინი ყველა სახეობაში კარგად ერკვევიან.ვინ იცის ქალბატონ ეკას რამდენჯერ მიუცია შენიშვნა მათთვის დასვენებაზე საკლასო ოთახში ჭიდაობისთვის და დერეფანში სირბილისთვის.რას გვეტყვით ამის სესახებ?
დათო ბერკაცაშვილი-ჩვენი ბიჭები მომავალში პროფესიონალი მოჭიდავეები იქნებიან და საქართველოს ასახელებენ.რა მოჭიდავეები გვყავს მერე რომ იცოდეთ?(თაზო გიგოლაშვილი
?,ბესო შაყულაშვილი? ,გიორგი ზურაბაშვილი?,გიორგი კიკვილაშვილი?)

ბესო შაყულაშვილი-გამარჯვება ხომ მოვიპოვეთ ახლა ჩვენ კლასელებსაც ვასწავლით ჭიდაობის ილეთებს.მე-5-ე კლასში რა იქნება?

თაზო გიგოლაშვილი-მაგრამ საჩხუბრად კი არ გვინდა ეს ილეთები.არამედ თავის დასაცავად და ჩვენი გოგოების დასაცავად.

გიორგი აკოლაშვილი-აბა თქვენ იცით ბიჭებო უმიზეზოდ  ჩხუბი არ შეგშვენით.
გიორგი აწკარუნაშვილი-ქეთი ,გიორგი-გესმით ჩემი?დღეს 4აკლასში აღალი ტემპერატურა აღინიშნება ალბათ ეს ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.მოსწავლეები ეკა მასწავლებელს გულისტკივილით შორდებიან.და შიშით ელოდებიან ვინ იქნებიან მათი მასწავლებლები მომავალში.
გიორგი კიკვილაშვილი-მაღალ ტემპერატურას ზოგჯერ ცვალებადი

-ქეთი რობაიძე-4-აკლასელები რეპსაც კარგად ცეკვაავენ.
ცეკვავს მტელი კლასი.
გიორგი მეტრეველი-ახლა კი ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ.აბა ვნახოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4ა კლასში.გიორგი აწკარუნაშვილი გაგვაცნობს ამინდის პროგნოზს.გისმენთ გიორგი.
გიორგი აწკარუნაშვილი-ქეთი,გიორგი გესმით ჩემი?დღეს 4-ა კლასში მაღალი ტემპერა    6
ტურა აღინიშნება.ალბათ ეს ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება..მოსწავლეები ეკა მასწავლებელს გუისტკივილით შორდებიან და მოუთმენლად ელოდებიან ვინ იქნებიან მათი მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელი მომავალში.
გიორგი კიკვილაშვილი-მაღალ ტემპერატურას ზოგჯერ ცვალებადი მოღრუბლულობა შეცვლის ,ცრემლების წვიმა იჩენს თავს .შხაპუნა წვიმა დაასველებს ირგვლივ ყველაფერს .მაგრამ ისევ სიყვარული და სითბო დაისადგურებს .და იმედიანი მზე მოჰფენს თავის სხივებს 4სკოლის კედლებს.
გიორგი ზურაბაშვილი-ეს სხივები გამრავლდებიან და 4ა კლასელები ყველა მასწავლებელს ისევე შეიყვარებენ ,როგორც ეკა მასწავლებელს.
დათო ბერკაცაშვილი-მასწავლებელი ,რამდენის მომცველია ეს სიტყვა.ქვეყნად ხომ არც ერთი ბრძენი არ იყო ,რომ მასწავლებელი არ ჰყოლოდა.უდიდესი სრომა .,მოთმინება,თავდადება და რუდუნებაა საჭირო ,რომ მოსწავლის სიყვარული და ნდობა დაიმსახურო.
დეა ბუჩუკური-რამდენჯერ უნდა ახსნა ერთი და იგივე ,რომ თითოეულმოსწავლეს გონება გაუნათო და აგრძნობინო ძალა ცოდნისა.ეს ხომ მხოლოდ ჭეშმარიტ მასწავლებელს შეუძლია.ასეთები არიან ჩვენი მასწავლებლები და ისინი ქმნიან ამინდს ჩვენს ქვეყანაში.მათ ხელშია მომავალი.
ლიკა ბერუაშვილი-მათ წინ მერხებზე ანგელოზები,მომავალი მშენებლები,პრეზიდენტები ხელოსნები,პროფესორები,და ყველაზე მთავარი ნამდვილი ადამიანები სხედან.მასწავლებელმა სუფთა დაფაზე,სუთა ხელებითა და სიყვარულით საუკეთესო ნაშრომი უნდა შექმნას .ვუსურვოთ ყველა მასწავლებელს ღვთის წყალობა ამ უდიდეს საქმეში.
სიმღერა
ქეთი-ამით ჩვენი გამოშვება დასრულებულია
გიორგი-ყველას ბედნიერ მომავალს გისურვებთ.ნახვამდის,მომავალ შეხვედრამდე.

P.S.  (ჩემი მოსწავლეების გარები მაქვს ჩაწერილი პერსონაჟებად)

სცენარი ი.გოგებაშვილზე (1 კლასისთვის)


1.წელს დიდი იაკობის დაბადებიდან 178 წელი სრულდება.იაკობ გოგებაშვილმა მთელი ცხოვრება ქართული ენის აღორძინებას და ,,დედაენის,, შექმნას შესწირა.

2.ძნელია ამ საოცარი პიროვნების ღვაწლის შეფასება. ჩემი სიცოცხლე,მთელი ჩემი ძალები და ცოდნა ეკუთვნის ჩემს სამშობლოს-წერდა იაკობ გოგებაშვილი.

3.საქართველოში ბევრი ლამაზი სოფელია და თუ ამ ლამაზ სოფელში დიდი ადამიანი დაიბადება,მაშინ
ეს ადგილი ყოველი ადამიანისთვის წმინდაა.

4.ვარიანი- ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია,სადაც დაირწა ქართველი ბავშვების საყვარელი მწერლის იაკობ გოგებაშვილის აკვანი.
5.სოფლის შუაგულში 9 წყარო მოედინება.წყარო გვერდით ჩაუდის სახლს,სადაც ბავშვობის წლები გაატარა იაკობ გოგებაშვილმა.

6.იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი დაიბადა 1840 წელს სოფელ ვარიანში.ღარიბი მღვდელის ოჯახში.სწავლობდა ჯერ გორის,შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

7.1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში,1861 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში.1863 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაბრუნდა სამშობლოში .და მუშაობა დაიწყო თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად .

8.მისი თაოსნობით შეიქმნა სასკოლო სახელმძღვანელოები.იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია.

9.ის დაუღალავად იბრძოდა რაც შეიძლება მეტი სკოლა დაარსებულიყო და სულ უფრო მეტ ბავშვს ესწავლა ქართულ ენაზე.

10. ამ დროს საქართველოში წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა.სწორედ ამ მიზნით საქართველოში შეიქმნა
საზოგადოება,რომელსაც სათავეში ჩაუდგა იაკობ გოგებაშვილი.ეს საზოგადოება ზრუნავდა ხალხზე .და ასწავლიდა წერა-კითხვას.

11.ამ საზოგადოებამ განაახლა  ქართული ანბანი.ძველად ქართულ ანბანში იყო 38 ასო.
მათ ამოაგდეს ქართული ანბანიდან 5 ასო,რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.

12.იაკობ გოგებაშვილმა შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელოები,ქართული ენის ანბანი,და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის .,ბუნების კარი,დედა ენა,რუსსკოე სლოვო.



13.გოგებაშვილი ბევრს ფიქრობდა ბავშვებზე.ის იყო პირველი მწერალი,რომელმაც დაიწყო წერა სპეციალურად ბავშვებისთვის.ის 100-ზე მეტი საყმაწვილო მოთხრობის ავტორია.

14.გოგებაშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს,მწერლებს.
გოგებაშვილი გარდაიცვალა 1912 წელს .ის დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

воскресенье, 23 июня 2019 г.

პირველი კლასის დამამთავრებელი სცენარი ,,გაფიცვა ანბანეთში,,


   ბავშვებო იცოდით ,რომ ქართული ენა უმშვენიერესი და უძველესია?და თურმე ძველად ამ ენაზე მეტყველებას უკრძალავდნენ?მაგრამ მე ვფიქრობ,რომ წარმოუდგენელია ქარტველი წმინდანების ენის უარყოფა.შეუძლებელია უძველესი ანბანის ულამაზესი ასოების დავიწყება.

  ქარტველებს ძველთაგანვე ბევრი ფასეულობები ჰქონდათ,მაგრამ უპირველეს ყოვლისა ენის,მამულის და სარწმუნოების გადარჩენას სწირავდნენ თავს.

   მტერი არასოდეს ელეოდა საქართველოს ,რადგან ის ყოველმხრივ მდიდარი იყო.

  განსაკუთრებით ამშვენებდა საქართველოს ულამაზესი ქარტული ენა,ქრისტიანული სარწმუნოენა და სწორედ ამიტომ გვინგრევდნენ ეკლესიებს და გვიბილწავდნენ ენას.

        ქართული ენა და დედაენა არაერთი მწერლისა და პოეტის მუზად იქცა .ილია ჭაჭავაძე,,იოსებ ნონეშვილი,მუხრან მაჭავარიანი,გრიგოლ ორბელიანი,გიორგი ლეონიძე,ირაკლი აბაშიძე,იოანე ზოსიმე,ეს ის შემოქმედთა არასრული ჩამონათვალია,რომლებმაც ქართულ ენას და დედა ენას ლექსები მიუძღვნეს.მოდით მოვისმინოთ ვინ როგორ ეფერება დედაენას.

      იაკობ გოგებაშვილი-მხოლოდ დედაეა არის ენა სულისა და გულისა.ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა.მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.

  ილია ჭავჭავაძე-სამი ხვთაებრივი საუნჟე დაგვრჩა ჩვენ მამა- პაპათაგან:მამული,ენა და სარწმუნოება.

   იოანე ზოსიმე-ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახიერებასა ამას შინა ენასა ლაზარე ჰქვია.და ესე ენაი შემკული და კურთხეულ არს უფლისაგან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე-დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი,რომელსაც სვეტებად უდგანან ქვეყნის მოღვაწეები.

გრიგოლ ორბელიანი-
რა ენაც წახდეს,ერიც დაეცეს,
 წაეცხოს ჩირქი ,ტაძარსა წმინდას.

მუხრან მაჭავარიანი-
ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა.
ღმერთია ბედისწერაა
ზღვა როა იმოდენაა.

გიორგი ლეონიძე-
ჩვენი წიგნი,ჩვენი დედა
ჩვენი ენა ქართული
ოქროს ხმია სიმებად
გულში ამოხლართული.

იოსებ ნონეშვილი-
ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული
განა სიტყვები?-ნატვრის თვლებია
თუ დაივიწყე ენა ქართული
მაშ საქართველო დაგვიწყებია.

ოტია იოსელიანი-
წუთისოფლის სტუმრები ვართ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება
დედაენით დაიწყ და
დედაენით დამთავრდება.

ქართული ანბანი ,მსოფლიოში არსებულ 20-ამდე უნიკალურ დამწერლობას შორის ერთ-ერთია.
მისი შექმნის ისტორია ,დრო და ადგილი დღემდე იწვევს მკვლევართა შორის .აზრთა სხვადასხვაობას.

გადმოცემის თანახმად ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეემ ფარნავაზ პირველმა შექმნა.ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში.

  ქართული დამწერლობა შედგება სამი ისტორიული სისტემისგან ასომთავრული,ნუსხური,და მხედრული.მხედრული თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება.

ალბათ არ არსებობს საქართველოში ადამიანი,რომელსაც არ გაეგონოს იაკობ გოგებაშვილის სახელი.მისი დედაენა,ბუნების კარი და სხვა მრავალი წიგნი თუ მოთხრობა..მან პირველმა შექმნა ქართული სახელმძღვანელოები,ქართული ენის ანბანი,პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის.

მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოში ყველაფერი ქართული იდევნებოდა..სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი ეკრძალებოდათ.ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ანბანი არსებობდა.სკოლებში მკაცრი და უსამართლო წესები ქონდათ.

1879 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ,კერძოდ იაკობ გოგებაშვილმა,ილია ჭავჭავძემ,აკაკი წერეთელმა დააარსეს თბილისსა და ქუთაისში გიმნაზიები,სადაც მხოლოდ ქართულ ენაზე იყო სწავლა.და ქართულს იაკობის დედაენით
სწავლობდნენ.

ამ საზოგადოების მოღვაწეობა მომავალი თაობებისთვის და ჩვენთვისაც მაგალითი უნდა იყვეს იმისა თუ როგორ უნდა დაიცვა და ემსახურო
სამშობლო-საქართველოს.

ზღაპარი უნდა მოგიყვთ,ზღაპარი ძალიან ლამაზ ასობგერებზე.სულ კალმით ნახატზე.რაო რა თქვით ზღაპარი როგორ იწყებაო? ჰო მართლა, იყო და არა იყორა .ჰოდა იყოდა არა იყორა იყო ერთი ასობგერების ქვეყანა-ანბანეთი.ამ ქვეყანაში 33 განუყრელი მეგობარი ერთგულად ,სიკეთით და სიყვარულით ცხოვრობდა.

მთელი დღე შრომობდნენ,სულ წერდნენ და წერდნენ სიტყვებს.ხან ძალიან მოკლეს,ისეთს როგორიცაა კუ .ხან უფრო გღძელს ,ისეთს როგორიცაა მატარებელი.

თუკი სიტყვები დამეგობრდებოდნენ ჩნდებოდა წინადადებები.თუ წინადადებები დამეგობრდებოდნენ ამბავი გამოდიოდა და იწერებოდა ლექსები,ზღაპრები და მოთხრობები.
ერთ დღეს ერთგულება,სიკეთე და სიყვარული ადრე დაწვნენ დასაძინებლად .ჰოდა ანბანეთის ცაზე ცუდფიქრიანი ღრუბლები გამოჩნდნენ და დასასვენებლად დასკუპებული ხმოვანი ასობგერების თავზე გაჩერდნენ.

-აღარშემიძლია ძალიან დავიღალე.  ა.

-ერთი წუთით არ მაქვს მოსვენება. 

-იქით-აქეთ,იქით-აქეთ მთელი დღე. 

-ოჰ ,ახლა ნეტავ ტყის სიგრილეში დამსვა . ო

-უფ რა კარგი იქნებოდა     

-ჩვენც ავდგეთ და გავიპაროთ,ვნახოთ სიტყვებს როგორ დაწერენ.    

-მართალია ზოგიერთი ასო-ბგერა შეიძლება არავის გაახსენდეს. 

-წავიდეთ,წავიდეთ -ე ,ო,უ

ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ანბანეთიდან ჩუმად გაიპარნენ.მეორე დილით თანხმოვანმა ასო-ბგერებმა დიდხანს ეძებეს მეგობრები,მაგრამ ვერსად მიაგნეს.მოწყენილობამ დაისადგურა ანბანეთში.თანხმოვანი ასო-ბგერები ხმოვნების გარეშე ვერცერთ სიტყვას ვერ წერდნენ.

სიტყვების გარეშე ვერ წერდნენ წინადადებებს.წინადადებების გარეშე კი არ იწერებოდა არც მოთხრობა ,არც ზღაპარი,არც ლექსი,დაღონებული თანხმოვნები დიდხანს ფიქრობდნენროგორ მოქცეულიყვნენ.

-მოდით მზეს მივმართოთ დახმარება მოიფიქრეს თანხმოვნებმა.ისხომ ცხრათვალაა,ყველაფერს ხედავს .იქნებ სადმე ჩვენს მეგობრებსაც მიაგნოს.

მზემ ყურადღებით მოუსმინა შეწუხებულ თანხმოვნებს და ცხრათვალი მოავლო არემარეს.დიდხანს არ დასჭირდა ძებნა.ერთ ტყეში მიაგნო.გაპარულ ხმოვნებს .ყვავილნარში დასკუპებულიყვნენ  და ტკბილად მღეროდნენ.
(ცისარტყელების ფონოგრამაზე იმღერებენ )
წინადადებები და მოთხრობები
 ვწერეთ და ვიკითხეთ
დავირალეთ და გავისეირნოთ
მდელოზე ვირბინოთ
ტყეს და მინდო-რველს
ვუმღერებთ ლამაზ სიმღერებს
შორს გავივლით გზებს
და ზედ დაგიკრეთ ყვავილებს.
დაჭერობანა ,დაუჭობანა
დელია,დელია
ამდენი წერა,ამდენი კითხვა
ცოტათი ძნელია

-თქვენ აქ რა გინდათ,რატომ ანბანეთში არ ხართ?

-დავიღალეთ და ვისვენებთ.(ა,ე,ი,ო,უ)

-იცით რომ თქვენი მეგობრები ძალიან ღელავენ თქვენზე?თანაც უთქვენოდ ვერცერთ სიტყვას ვერ წერენ.

-ჩვენ კი შეგვიძლია მათ გარეშე დავწეროთ სიტყვა . ა

(თქვა ა-მ და ი-ს ხელი ჩაკიდა და ორივე იას ფოთლებზე დასხდნენ).

-აი ია დავწერეთ 
-ძალიან ცუდად მოიქეცით ასობგერეებო.ყველას გული ატკინეთ.თქვენს მეგობრებსაც და მეც.(მზე)

-მართლა ცუდად მოვიქეცით? ა

-სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ ე

-ყველას ბოდიში მოვუხადოთ ო

-და არასოდეს,არასოდე მივატოვოთ მეგობრები 

-მზეო ,გთხოვთ დაგვაბრუნე ანბანეთში  ი.

-კარგით დაგაბრუნებთ,მაგრამ თუ კიდევ ერთხელ იცელქებთ,აღარც კი მოგძებნით.

-არ დამტოვოთ ,მეც წამიყვანეთ,  ია

-მზემ და ასობგერებმა დაბლა დაიხედეს და დაინახეს ხის ძირას ამოსულ პატარა იას ფოთლები
ზემოთ აეწია ,თითქოს მიწიდან აფრენას ცდილობდა.მზემ გაიღიმა,პატარა იაც სხივებზე დასვა და ანბანეთის გზას გაუდგა.

მას შემდეგ ია ასობგერების  განუყრელი მეგობარია და როცა პატარები ერთ ლამაზ წიგნში პირველი სიტყვების ამოკითხვას ცდილობენ იაც მუდამ იქ არის და სიხარულით უციმციმებს ლურჯი თვალები.

(იმღერებენ ,,რა დილა თენდება,,-ფონოგრამაზე,,)
რა დილა თენდება,სიმრერა გვინდება
ჩვენ ისევ ერთად ვართ ,ვიშრომებთ ბევრს
წინ ვერვინ დაგვიდგება
გული მღერის,გული ხარობს
ჩვენ მეგობრები ვართ
უღრუბლო ცა,კრიალა ზღვა
რა გვინდა სხვა. 2-ჯერ
კვლავ დავწერთ მოთხრობებს
და ბავშვებს გავახარებთ
მძეც ჩვენთან იქნება თავის სხივებს
უხვად დაგვანათებს.(მისამღერი)

ქართული ენა ხომ ერთერთი უძველესთაგანია მთელს დედამიწაზე.მოვუაროთ და დავიცვათ.მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ.
რადგან:ქართული მარტო ენაა?
              ქართული ქართველთ რწმენაა
             ღმერთია ბედისწერაა




               ზღვა როა იმოდენაა




суббота, 22 июня 2019 г.

ზღაპარი ,,გაფიცვა ანბანეთში,,







ექსკურსია ი.გოგებაშივილის მუზეუმში.სოფ.ვარიანში და ტენის სიონის მონახულება





მათემატიკის წრის მუშაობა


         2018-2019 სასწავლო წლის    I კლასის მათემატიკის წრის, ,,პატარა ვუნდერკინდები’’,  სამუშაო პროგრამა /განრიგი
         II - სემესტრი
     წრის სახელწოდება:    ,,პატარა ვუნდერკინდები
     მასწავლებელი:   კატერინე კოპაძე
     სკოლა :    სსიპ ქალაქ გორის N 4 საჯარო სკოლა
      კლასი:   I
მათემატიკის წრის მუშაობის ძირითადი მიზნები:

მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
N
თვე და რიცხვი
საკითხები
1
17.01.2019
რამდენიმე შესაკრები;
2
24.01.
რამდენიმე შესაკრები;
3
31.01.
შეკრება 15-ის ფარგლებში;
4
7.02.
ლუწი და კენტი რიცხვები;
5
14.02.
შეკრების ცხრილი;
6
21.02.
გამოკლების ცხრილი;
7
28.02.
გეომეტრიული ფიგურები;                      
8
7.03.
რიცხვების დალაგება ზრდადობის და   კლებადობის მიხედვით;
9
14.03.
ოცამდე რიცხვები;
10
28.03.
როგორ ვიმუშაოთ ტესტებზე;
11
04.04.
რიცხვითი ღერძი;
12
11.04.
20-ამდე შევსება;
13
8.04.
20 თეთრი და 20 ლარი;
14
25.04.
მონაცემების შეტანა ცხრილში;
15
02.05.
ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლება
16
16.05.
ამოცანა,მოცემულობა,ამოხსნა;
17
23.05.
მართკუთხედი
რესურსები : მათემატიკა: თ.ბექაური ,ა.საგინაშვილი.
                        მათემატიკა: გ.ბერიშვილი
                        მათემატიკის ტესტები: ი.ხულელიძე,ნ.მერაბიშვილი.
სოციალურ ქსელში  წრის   მუშაობის  დაწყების გამოცხადებისა და სამუშაო პროგრამა /განრიგის ლინკი:
წრის  მუშაობის  ამსახველი  ფოტოალბომის ლინკი: