4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება 1
ღონისძიება იწყება ვიდეო კოლაჟით ,1-4 კლასის ფოტოებით
მუსიკის ფონზე
ვიდეოს შემდეგ ისმის იმედის მუსიკა ,და ისმის კაცის
ხმა
-ყურადღება,ყურადღება!
-ეთერშია გორის 4 საჯარო სკოლის 4-ა კლასისადმი მიძღვნილი
იმედის სპეციალური გამოშვება ქეთი რობაქიძესა და გიორგი მეტრეველთნ ერტად.
-პრორამაში დღეს
ნახავთ:
-4-ა კლასის აქცია გორის 4საჯარო სკოლაში ოფიციალური
და არაოფიციალური ვერსიებით
-4-ა კლასელების წარმატება;
-4-ა კლასელების შემოქმედება;
-ჩართვა ისრაელიდან;
-მუსიკალური ნომრები,სპორტული გვერდი და ბოლოს ამინდი.
ქეთი რობაქიძე -დღეს გორის 4 საჯარო სკოლის 4-ა კლასის
მოსწავლეებმა აქცია მოაწყეს.აქციის მონაწილეები თავიანთი პოზიციის დამტკიცებას ცდილობდნენ.ისინი
ითხოვდნენ,რომ 5 კლასში ისევ ეკა მასწავლებელი ყოფილიყო მათი კლასის ხელმძღვანელი და
ყველა საგნის მასწავლებელი.
გიორგი მეტრეველი -სწორედ ამ თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი
სპეციალური კორესპონდენტი გიორგი შავკანი .გიორგი გისმენთ .ეთერში ხარ.დაწვრილებით
გვიამბე ამ აქციის შესახებ.
გიორგი შავკანი-ქეთი,გიორგი
ჩვენი გადამღები ჯგუფი 4სკოლაში იმყოფება.რომელიც გორის სკოლებს შორის ერთერთი უძველესი
და გამორჩეულია.4ა ლასში დღეს აქცია მოეწყო.
აქციის
მონაწილეები მოითხოვენ ,რომ 5 კლასში ისევ ეკა მასწავლებელი იყვეს მათი ყველა
საგნის
მასწავლებელი და ხელმძღვანელი.აქციის მონაწილეები შეხვდნენ სკოლის
დირექტორს
ქალბატონ მარინა აბუაშვილს.როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა
გაითვალისწინებს
აქციონერთა მოთხოვნებს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სამწუხაროდ
ჩვენ ვერ შევხვდით ქალბატონ მარინას ,მაგრამ ინტერვიუ ჩამოვართვით აქციის
მონაწილეებს.მომიყევით
თქვენი სკოლის შესახებ.
სანდრო
ბერუაშვილი-ჩვენი სკოლის შენობა ასე რომ ამშვენებს
ჩვენს ქალაქს 1940 წელს
აიგო.თავდაპირველად
აქ ვაჟთა 1 -მა საშუალო სკოლამ დაიდო ბინა,ხოლო 1954-55 წლიდან
დაიბადა
ქლაქ გორის 4 სკოლა.სკოლის ცხოვრებისთვის 7ათეული წელი ბევრიც არის და 2
ცოტაც.გუშინ
რომ სკოლას იკლებდა დღეს ჭაღარა შუბლდაღარული მოქალაქეა.
გიგა
აბულაძე -ჩვენს სკოლაში არაერთი ღირსეული მამულისშვილი აღიზარდა და
ჩამოყალიბდა.მათშორის რამდენიმე ათეულმა წარმატებით
დაამთავრა სკოლა და უმაღლესი
სასწავლებელები.სკოლამ აღზარდა პროფესორები მეცნიერებათა
კანდიდატები ,დოქტორები,
ექიმები,იურისტები,პედააგოგები,ეკონომისტები,რომლებიც
წლებისგანმავლობაში ხელმძღვანელობდნენ და იღწვოდნენ ჩვენი ქალაქის აღორძინებისა და
მისი მომავლისთვის.
ჩვენ გვიყვარს ,პატივს ვცემთ მის წარსულს და აწმყოს
,იმედით ვუყურებთ მის მომავალს,რომელიც მყარად დგას ჭარმაგ ფესვებზე.
გიორგი შავკანი-რას მოითხოვთ?
ეთო ქოთუაშვილი-ჩვენც ამ სკოლის წარმომადგენლები ვართ
.დღეს 4 კლასს ვამთავრებთ
და მოვითხოვთ ,რომ ეკა მასწალებელი დარჩეს მე-12-ე კლასამდე ჩვენი ველა საგნის მასწავლებელი.
ყვირის ყველა -ეკამა სწავლებელი! ეკა მასწავლებელი!
სიმღერა ჯუჯების მელოდიაზე .ასრულებს ყველა.
პირველ კლასში დავმეგობრდით გოგო-ბიჭები,
დავფრთიანდით პატარები,როგორც ჩიტები<
შევისწავლეთ წერა-კითხვა,ხატვა,სიმღერა,
აღარც სწავლა,აღარც შრომა ჩვენ არ გვწყინდება,
აღარც სწავლა,აღარც შრომა ჩვენ არ გვწყინდება.
გვინდამუდამ ჩვენთან იყვეს,გზაგაგვინათოს
ხან გვეჩხუბოს ხანაც მხარი დაგვიჭიროს
მანდატურთან,დირექტორთან არ გაგვამხილოს
და გიასთან ავტობუსში დაგვამშვიდოს
და გიასთან ავტობუსში დაგვამშვიდოს.
გვიყვარს პირველი მასწავლებელი-ეკა მასწავლებელი.
სუყველას ერთი რამ დაგვავალა -ერთი რამ დაგვავალა
3
თუ მეგობარი შენ ნახო გაჭირვებული
უწილადე ღიმილი და სიყვარული
მოეფერე,მოეფერე დიდი ალერსით
ასეთია დავალება მასწავლებლის
ასეთია დავალება მაასწავლებლის.
ჩვენ დიდები ვართ უკვე ბევრი ვისწავლეთ
უკვე ბევრი ვისწავლეთ
ვასახელებთ ჩვენ სკლოას და მასწავლებლებს
სკოლას და მასწავლებლებს.
მთავარია სამი რამედედამიწაზე
სიყვარული,სილეთე და სილამაზე
სამი რამე სამი რამე თუკი იწამე
ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე
ვერაფერი მოგერევა ამ ქვეყანაზე.
გიორგი მეტრეველი-გმადლობთ ეს გიორგი შავკანი იყო.
-გორის 4 საჯარო სკოლა მთელს ქვეყანაშია ცნობილი.მისი
კურსდამთავრებულები
უმაღლესსასწავლებლებში მაღალი ქულებიტ ეწყობიან.4სკოლის
მოსავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და იღებენ დიპლომებს და სერთიფიკატებს.ამის
შესახებ გვესაუბრება ჩვენი კორესპონდენტი გიგა აბულაძე.
ანა ბერუაშვილი- ქეთი,გიორგი
მეოთხე კლასელებმა კინგსის ,სმარტის და ევერესტის ოლიმპიადებში
დიპლომები და სერთიფიკატები მიიღეს.ეს მათი შრომის დაფასებაა.ჩვენ გავესაბრეთ მათ და
აღტაცება ვერ დავფარეთ.ბავშვებო კმაყოფილები ხართ თუ არა თქვენი შედეგებით?
(ჩამოთვლიან ვინ რომელი ლიმპიადის დიპლომი მიიღო)შემდეგ
ეკითხება
-ბავშვებო კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი შედეგებით?
-(?)რათქმა უნდა კმაყოფილი ვართ.თუმცა მეტიც შეიძლებოდა
გაგვეკეთებინა.
-თქვენ რას იტყვით?
4
-ეკა მასწავლებელი ხშირად გვარიგებდა ყურადღებით იყავითო,ეს
რომ გაგვეთვალისწინებინა კარგი იქნებოდა ,მაგრამ მაინც შევძელით და გავახარეთ ჩვენი
მშობლებიც და მასწავლებელიც.
ანა ბერუაშვილი -4-ა კლასის მოსწავლეები ისევ გამოიჩენენ
თავს ოლიმპიადებში.იმედი გვაქვს ,რომ შეიტანენ 4 სკოლის ისტორიაში წვლილს და საქართველოს
ღირსეული მოქალაქეები დადგებიან.ნახვამდის.
-ქეთი რობაქიძე-განვაგძობტ გამოშვებას.4-ა კლასელებს
მეგობრები საზღვარგარეთაც ჰყავთ.
ისრაელში ცხოვრობს და სწავლობს მათი ოფილი თანაკლასელი
ანანო აბნიეროვი.იგი ჩვენ პირდაპირეთერში ჩაგვერთვება.
ანანოს ვიდეო.
-გიორგი მეტრეველი-განვაგრძობთ გამოშვებას.4-ა კლასიდან
ხატვის ნიჭით გამოირჩევა
ნატა ბერძნისვილი.მისი შემოქმედება ძალიან მოსწონთ მეგობრებს
.მას ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი ვიკა ტერტერაშვილი.
-ვიკა გისმენთ.
ვიკა ტერტერაშვილი-ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა ნატა
ბერძნიშვილს.მისმა მეგობრებმა გვიამბეს ,რომ ნატას აქვს კარგი გემოვნება და ხატავს
კარგად.ჩვენ გავესაუბრეთ მას.მატა მოგვიყევი შენს შესახებ.
ნატა ბერძნიშვილი-ხატვა პატარაობდან დავიწყე.ჯერ ვიხატავდი
ლამაზ ნახატებს წიგნებიდან,შემდეგ ხატვა დავიწყე და პარალელურად სამხატვრო სკოლაში
დავიწყე სწავლა.
ვიკა ტერტერაშვილი-რას ფი ქრობ ნატა მომავალშიც გააგრძელებ
ხატვას?
ნატა ბერძნიშვილი-მე ვფიქრობ მომავალში კიდევ უკეთეს
ნაშრომებს შევქმნი.
ვიკა ტერტერაშვილი-ნატა გვითხარი შენი ნახატების შესახებ
ორი სიტყვა.
(მოყვება ნახატებზე და თან აცვენებს)
-ქეთი რობაქიძე -4-ა კლასელებმა დაწყებითი საფეხურის
დამთავრებასთან დაკავშირებით 5
საინტერესო კონცერტი მოაწყეს .სემოგტავაზებთ ნაწყვეტს
ამ კონცერტიდან.
ცეკვა ხორუმი და ნატას სიმღერა.
-გიორგი მეტრეველი-განვაგრძობთ გამოშვებას.ახლა კი სპორტული
გვერდი.ეთერშია სპორტული კომენტატორი გიორგი აკოლაშვილი.
-გიორგი აკოლაშვილი-მოგესალმებით.სპორტს 4აკლასელების
ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.სირბილიდან დაწყებული წიხლების ქნევით დამთავრებული.ისინი
ყველა სახეობაში კარგად ერკვევიან.ვინ იცის ქალბატონ ეკას რამდენჯერ მიუცია შენიშვნა
მათთვის დასვენებაზე საკლასო ოთახში ჭიდაობისთვის და დერეფანში სირბილისთვის.რას გვეტყვით
ამის სესახებ?
დათო ბერკაცაშვილი-ჩვენი ბიჭები მომავალში პროფესიონალი
მოჭიდავეები იქნებიან და საქართველოს ასახელებენ.რა მოჭიდავეები გვყავს მერე რომ იცოდეთ?(თაზო
გიგოლაშვილი
?,ბესო შაყულაშვილი? ,გიორგი ზურაბაშვილი?,გიორგი კიკვილაშვილი?)
ბესო შაყულაშვილი-გამარჯვება ხომ მოვიპოვეთ ახლა ჩვენ
კლასელებსაც ვასწავლით ჭიდაობის ილეთებს.მე-5-ე კლასში რა იქნება?
თაზო გიგოლაშვილი-მაგრამ საჩხუბრად კი არ გვინდა ეს
ილეთები.არამედ თავის დასაცავად და ჩვენი გოგოების დასაცავად.
გიორგი აკოლაშვილი-აბა თქვენ იცით ბიჭებო უმიზეზოდ ჩხუბი არ შეგშვენით.
გიორგი აწკარუნაშვილი-ქეთი ,გიორგი-გესმით ჩემი?დღეს
4აკლასში აღალი ტემპერატურა აღინიშნება ალბათ ეს ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.მოსწავლეები
ეკა მასწავლებელს გულისტკივილით შორდებიან.და შიშით ელოდებიან ვინ იქნებიან მათი მასწავლებლები
მომავალში.
გიორგი კიკვილაშვილი-მაღალ ტემპერატურას ზოგჯერ ცვალებადი
-ქეთი რობაიძე-4-აკლასელები რეპსაც კარგად ცეკვაავენ.
ცეკვავს მტელი კლასი.
გიორგი მეტრეველი-ახლა კი ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ.აბა
ვნახოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4ა კლასში.გიორგი აწკარუნაშვილი გაგვაცნობს ამინდის
პროგნოზს.გისმენთ გიორგი.
გიორგი აწკარუნაშვილი-ქეთი,გიორგი გესმით ჩემი?დღეს
4-ა კლასში მაღალი ტემპერა 6
ტურა აღინიშნება.ალბათ ეს ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც
შენარჩუნდება..მოსწავლეები ეკა მასწავლებელს გუისტკივილით შორდებიან და მოუთმენლად
ელოდებიან ვინ იქნებიან მათი მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელი მომავალში.
გიორგი კიკვილაშვილი-მაღალ ტემპერატურას ზოგჯერ ცვალებადი
მოღრუბლულობა შეცვლის ,ცრემლების წვიმა იჩენს თავს .შხაპუნა წვიმა დაასველებს ირგვლივ
ყველაფერს .მაგრამ ისევ სიყვარული და სითბო დაისადგურებს .და იმედიანი მზე მოჰფენს
თავის სხივებს 4სკოლის კედლებს.
გიორგი ზურაბაშვილი-ეს სხივები გამრავლდებიან და 4ა
კლასელები ყველა მასწავლებელს ისევე შეიყვარებენ ,როგორც ეკა მასწავლებელს.
დათო ბერკაცაშვილი-მასწავლებელი ,რამდენის მომცველია
ეს სიტყვა.ქვეყნად ხომ არც ერთი ბრძენი არ იყო ,რომ მასწავლებელი არ ჰყოლოდა.უდიდესი
სრომა .,მოთმინება,თავდადება და რუდუნებაა საჭირო ,რომ მოსწავლის სიყვარული და ნდობა
დაიმსახურო.
დეა ბუჩუკური-რამდენჯერ უნდა ახსნა ერთი და იგივე ,რომ
თითოეულმოსწავლეს გონება გაუნათო და აგრძნობინო ძალა ცოდნისა.ეს ხომ მხოლოდ ჭეშმარიტ
მასწავლებელს შეუძლია.ასეთები არიან ჩვენი მასწავლებლები და ისინი ქმნიან ამინდს ჩვენს
ქვეყანაში.მათ ხელშია მომავალი.
ლიკა ბერუაშვილი-მათ წინ მერხებზე ანგელოზები,მომავალი
მშენებლები,პრეზიდენტები ხელოსნები,პროფესორები,და ყველაზე მთავარი ნამდვილი ადამიანები
სხედან.მასწავლებელმა სუფთა დაფაზე,სუთა ხელებითა და სიყვარულით საუკეთესო ნაშრომი
უნდა შექმნას .ვუსურვოთ ყველა მასწავლებელს ღვთის წყალობა ამ უდიდეს საქმეში.
სიმღერა
ქეთი-ამით ჩვენი გამოშვება დასრულებულია
გიორგი-ყველას ბედნიერ მომავალს გისურვებთ.ნახვამდის,მომავალ
შეხვედრამდე.
P.S. (ჩემი მოსწავლეების
გარები მაქვს ჩაწერილი პერსონაჟებად)
Комментариев нет:
Отправить комментарий