ბავშვებო იცოდით ,რომ ქართული ენა უმშვენიერესი
და უძველესია?და თურმე ძველად ამ ენაზე მეტყველებას უკრძალავდნენ?მაგრამ მე ვფიქრობ,რომ
წარმოუდგენელია ქარტველი წმინდანების ენის უარყოფა.შეუძლებელია უძველესი ანბანის ულამაზესი
ასოების დავიწყება.
ქარტველებს ძველთაგანვე ბევრი ფასეულობები ჰქონდათ,მაგრამ
უპირველეს ყოვლისა ენის,მამულის და სარწმუნოების გადარჩენას სწირავდნენ თავს.
მტერი არასოდეს ელეოდა საქართველოს ,რადგან ის
ყოველმხრივ მდიდარი იყო.
განსაკუთრებით
ამშვენებდა საქართველოს ულამაზესი ქარტული ენა,ქრისტიანული სარწმუნოენა და სწორედ ამიტომ
გვინგრევდნენ ეკლესიებს და გვიბილწავდნენ ენას.
ქართული ენა და დედაენა არაერთი მწერლისა
და პოეტის მუზად იქცა .ილია ჭაჭავაძე,,იოსებ ნონეშვილი,მუხრან მაჭავარიანი,გრიგოლ ორბელიანი,გიორგი
ლეონიძე,ირაკლი აბაშიძე,იოანე ზოსიმე,ეს ის შემოქმედთა არასრული ჩამონათვალია,რომლებმაც
ქართულ ენას და დედა ენას ლექსები მიუძღვნეს.მოდით მოვისმინოთ ვინ როგორ ეფერება დედაენას.
იაკობ გოგებაშვილი-მხოლოდ დედაეა არის ენა სულისა
და გულისა.ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა.მხოლოდ დედაენაზე შეიძლება
ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.
ილია ჭავჭავაძე-სამი ხვთაებრივი საუნჟე დაგვრჩა
ჩვენ მამა- პაპათაგან:მამული,ენა და სარწმუნოება.
იოანე ზოსიმე-ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე
და სახიერებასა ამას შინა ენასა ლაზარე ჰქვია.და ესე ენაი შემკული და კურთხეულ არს
უფლისაგან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონ მეორე-დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი
ტაძარი,რომელსაც სვეტებად უდგანან ქვეყნის მოღვაწეები.
გრიგოლ ორბელიანი-
რა ენაც წახდეს,ერიც
დაეცეს,
წაეცხოს ჩირქი ,ტაძარსა წმინდას.
მუხრან მაჭავარიანი-
ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ
რწმენაა.
ღმერთია ბედისწერაა
ზღვა როა იმოდენაა.
გიორგი ლეონიძე-
ჩვენი წიგნი,ჩვენი
დედა
ჩვენი ენა ქართული
ოქროს ხმია სიმებად
გულში ამოხლართული.
იოსებ ნონეშვილი-
ჩვენ გვიყვარს წიგნი
სიტყვახატული
განა სიტყვები?-ნატვრის
თვლებია
თუ დაივიწყე ენა ქართული
მაშ საქართველო დაგვიწყებია.
ოტია იოსელიანი-
წუთისოფლის სტუმრები
ვართ
ჩვენ წავალთ და სხვა
დარჩება
დედაენით დაიწყ და
დედაენით დამთავრდება.
ქართული ანბანი ,მსოფლიოში
არსებულ 20-ამდე უნიკალურ დამწერლობას შორის ერთ-ერთია.
მისი შექმნის ისტორია
,დრო და ადგილი დღემდე იწვევს მკვლევართა შორის .აზრთა სხვადასხვაობას.
გადმოცემის თანახმად
ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეემ ფარნავაზ პირველმა შექმნა.ძველი წელთაღრიცხვით
მესამე საუკუნეში.
ქართული დამწერლობა შედგება სამი ისტორიული სისტემისგან
ასომთავრული,ნუსხური,და მხედრული.მხედრული თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება.
ალბათ არ არსებობს
საქართველოში ადამიანი,რომელსაც არ გაეგონოს იაკობ გოგებაშვილის სახელი.მისი დედაენა,ბუნების
კარი და სხვა მრავალი წიგნი თუ მოთხრობა..მან პირველმა შექმნა ქართული სახელმძღვანელოები,ქართული
ენის ანბანი,პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის.
მისი მოღვაწეობის
პერიოდში საქართველოში ყველაფერი ქართული იდევნებოდა..სკოლებში ქართული ენის ხსენებაც
კი ეკრძალებოდათ.ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ანბანი არსებობდა.სკოლებში მკაცრი
და უსამართლო წესები ქონდათ.
1879 წელს წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ,კერძოდ იაკობ გოგებაშვილმა,ილია ჭავჭავძემ,აკაკი წერეთელმა
დააარსეს თბილისსა და ქუთაისში გიმნაზიები,სადაც მხოლოდ ქართულ ენაზე იყო სწავლა.და
ქართულს იაკობის დედაენით
სწავლობდნენ.
ამ საზოგადოების მოღვაწეობა
მომავალი თაობებისთვის და ჩვენთვისაც მაგალითი უნდა იყვეს იმისა თუ როგორ უნდა დაიცვა
და ემსახურო
სამშობლო-საქართველოს.
ზღაპარი უნდა მოგიყვთ,ზღაპარი
ძალიან ლამაზ ასობგერებზე.სულ კალმით ნახატზე.რაო რა თქვით ზღაპარი როგორ იწყებაო?
ჰო მართლა, იყო და არა იყორა .ჰოდა იყოდა არა იყორა იყო ერთი ასობგერების ქვეყანა-ანბანეთი.ამ
ქვეყანაში 33 განუყრელი მეგობარი ერთგულად ,სიკეთით და სიყვარულით ცხოვრობდა.
მთელი დღე შრომობდნენ,სულ
წერდნენ და წერდნენ სიტყვებს.ხან ძალიან მოკლეს,ისეთს როგორიცაა კუ .ხან უფრო გღძელს
,ისეთს როგორიცაა მატარებელი.
თუკი სიტყვები დამეგობრდებოდნენ
ჩნდებოდა წინადადებები.თუ წინადადებები დამეგობრდებოდნენ ამბავი გამოდიოდა და იწერებოდა
ლექსები,ზღაპრები და მოთხრობები.
ერთ დღეს ერთგულება,სიკეთე
და სიყვარული ადრე დაწვნენ დასაძინებლად .ჰოდა ანბანეთის ცაზე ცუდფიქრიანი ღრუბლები
გამოჩნდნენ და დასასვენებლად დასკუპებული ხმოვანი ასობგერების თავზე გაჩერდნენ.
-აღარშემიძლია ძალიან
დავიღალე. ა.
-ერთი წუთით არ მაქვს
მოსვენება. ე
-იქით-აქეთ,იქით-აქეთ
მთელი დღე. ი
-ოჰ ,ახლა ნეტავ ტყის
სიგრილეში დამსვა . ო
-უფ რა კარგი იქნებოდა უ
-ჩვენც ავდგეთ და
გავიპაროთ,ვნახოთ სიტყვებს როგორ დაწერენ.
ა
-მართალია ზოგიერთი
ასო-ბგერა შეიძლება არავის გაახსენდეს. ი
-წავიდეთ,წავიდეთ
-ე ,ო,უ
ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს
და ანბანეთიდან ჩუმად გაიპარნენ.მეორე დილით თანხმოვანმა ასო-ბგერებმა დიდხანს ეძებეს
მეგობრები,მაგრამ ვერსად მიაგნეს.მოწყენილობამ დაისადგურა ანბანეთში.თანხმოვანი ასო-ბგერები
ხმოვნების გარეშე ვერცერთ სიტყვას ვერ წერდნენ.
სიტყვების გარეშე
ვერ წერდნენ წინადადებებს.წინადადებების გარეშე კი არ იწერებოდა არც მოთხრობა ,არც
ზღაპარი,არც ლექსი,დაღონებული თანხმოვნები დიდხანს ფიქრობდნენროგორ მოქცეულიყვნენ.
-მოდით მზეს მივმართოთ
დახმარება მოიფიქრეს თანხმოვნებმა.ისხომ ცხრათვალაა,ყველაფერს ხედავს .იქნებ სადმე
ჩვენს მეგობრებსაც მიაგნოს.
მზემ ყურადღებით მოუსმინა
შეწუხებულ თანხმოვნებს და ცხრათვალი მოავლო არემარეს.დიდხანს არ დასჭირდა ძებნა.ერთ
ტყეში მიაგნო.გაპარულ ხმოვნებს .ყვავილნარში დასკუპებულიყვნენ და ტკბილად მღეროდნენ.
(ცისარტყელების ფონოგრამაზე
იმღერებენ )
წინადადებები და მოთხრობები
ვწერეთ და ვიკითხეთ
დავირალეთ და გავისეირნოთ
მდელოზე ვირბინოთ
ტყეს და მინდო-რველს
ვუმღერებთ ლამაზ სიმღერებს
შორს გავივლით გზებს
და ზედ დაგიკრეთ ყვავილებს.
დაჭერობანა ,დაუჭობანა
დელია,დელია
ამდენი წერა,ამდენი
კითხვა
ცოტათი ძნელია
-თქვენ აქ რა გინდათ,რატომ
ანბანეთში არ ხართ?
-დავიღალეთ და ვისვენებთ.(ა,ე,ი,ო,უ)
-იცით რომ თქვენი
მეგობრები ძალიან ღელავენ თქვენზე?თანაც უთქვენოდ ვერცერთ სიტყვას ვერ წერენ.
-ჩვენ კი შეგვიძლია
მათ გარეშე დავწეროთ სიტყვა . ა
(თქვა ა-მ და ი-ს
ხელი ჩაკიდა და ორივე იას ფოთლებზე დასხდნენ).
-აი ია დავწერეთ ი
-ძალიან ცუდად მოიქეცით
ასობგერეებო.ყველას გული ატკინეთ.თქვენს მეგობრებსაც და მეც.(მზე)
-მართლა ცუდად მოვიქეცით?
ა
-სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ
ე
-ყველას ბოდიში მოვუხადოთ
ო
-და არასოდეს,არასოდე
მივატოვოთ მეგობრები უ
-მზეო ,გთხოვთ დაგვაბრუნე
ანბანეთში ი.
-კარგით დაგაბრუნებთ,მაგრამ
თუ კიდევ ერთხელ იცელქებთ,აღარც კი მოგძებნით.
-არ დამტოვოთ ,მეც
წამიყვანეთ, ია
-მზემ და ასობგერებმა
დაბლა დაიხედეს და დაინახეს ხის ძირას ამოსულ პატარა იას ფოთლები
ზემოთ აეწია ,თითქოს
მიწიდან აფრენას ცდილობდა.მზემ გაიღიმა,პატარა იაც სხივებზე დასვა და ანბანეთის გზას
გაუდგა.
მას შემდეგ ია ასობგერების განუყრელი მეგობარია და როცა პატარები ერთ ლამაზ
წიგნში პირველი სიტყვების ამოკითხვას ცდილობენ იაც მუდამ იქ არის და სიხარულით უციმციმებს
ლურჯი თვალები.
(იმღერებენ ,,რა დილა
თენდება,,-ფონოგრამაზე,,)
რა დილა თენდება,სიმრერა
გვინდება
ჩვენ ისევ ერთად ვართ
,ვიშრომებთ ბევრს
წინ ვერვინ დაგვიდგება
გული მღერის,გული
ხარობს
ჩვენ მეგობრები ვართ
უღრუბლო ცა,კრიალა
ზღვა
რა გვინდა სხვა.
2-ჯერ
კვლავ დავწერთ მოთხრობებს
და ბავშვებს გავახარებთ
მძეც ჩვენთან იქნება
თავის სხივებს
უხვად დაგვანათებს.(მისამღერი)
ქართული ენა ხომ ერთერთი
უძველესთაგანია მთელს დედამიწაზე.მოვუაროთ და დავიცვათ.მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ.
რადგან:ქართული მარტო
ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა
ღმერთია ბედისწერაა
ზღვა როა იმოდენაა
Комментариев нет:
Отправить комментарий