понедельник, 24 июня 2019 г.

სცენარი ი.გოგებაშვილზე (1 კლასისთვის)


1.წელს დიდი იაკობის დაბადებიდან 178 წელი სრულდება.იაკობ გოგებაშვილმა მთელი ცხოვრება ქართული ენის აღორძინებას და ,,დედაენის,, შექმნას შესწირა.

2.ძნელია ამ საოცარი პიროვნების ღვაწლის შეფასება. ჩემი სიცოცხლე,მთელი ჩემი ძალები და ცოდნა ეკუთვნის ჩემს სამშობლოს-წერდა იაკობ გოგებაშვილი.

3.საქართველოში ბევრი ლამაზი სოფელია და თუ ამ ლამაზ სოფელში დიდი ადამიანი დაიბადება,მაშინ
ეს ადგილი ყოველი ადამიანისთვის წმინდაა.

4.ვარიანი- ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია,სადაც დაირწა ქართველი ბავშვების საყვარელი მწერლის იაკობ გოგებაშვილის აკვანი.
5.სოფლის შუაგულში 9 წყარო მოედინება.წყარო გვერდით ჩაუდის სახლს,სადაც ბავშვობის წლები გაატარა იაკობ გოგებაშვილმა.

6.იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი დაიბადა 1840 წელს სოფელ ვარიანში.ღარიბი მღვდელის ოჯახში.სწავლობდა ჯერ გორის,შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

7.1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში,1861 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში.1863 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაბრუნდა სამშობლოში .და მუშაობა დაიწყო თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად .

8.მისი თაოსნობით შეიქმნა სასკოლო სახელმძღვანელოები.იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია.

9.ის დაუღალავად იბრძოდა რაც შეიძლება მეტი სკოლა დაარსებულიყო და სულ უფრო მეტ ბავშვს ესწავლა ქართულ ენაზე.

10. ამ დროს საქართველოში წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა.სწორედ ამ მიზნით საქართველოში შეიქმნა
საზოგადოება,რომელსაც სათავეში ჩაუდგა იაკობ გოგებაშვილი.ეს საზოგადოება ზრუნავდა ხალხზე .და ასწავლიდა წერა-კითხვას.

11.ამ საზოგადოებამ განაახლა  ქართული ანბანი.ძველად ქართულ ანბანში იყო 38 ასო.
მათ ამოაგდეს ქართული ანბანიდან 5 ასო,რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.

12.იაკობ გოგებაშვილმა შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელოები,ქართული ენის ანბანი,და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის .,ბუნების კარი,დედა ენა,რუსსკოე სლოვო.



13.გოგებაშვილი ბევრს ფიქრობდა ბავშვებზე.ის იყო პირველი მწერალი,რომელმაც დაიწყო წერა სპეციალურად ბავშვებისთვის.ის 100-ზე მეტი საყმაწვილო მოთხრობის ავტორია.

14.გოგებაშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს,მწერლებს.
გოგებაშვილი გარდაიცვალა 1912 წელს .ის დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

Комментариев нет:

Отправить комментарий